მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცერცვაძე: ვაქცინამ შესაძლოა ვერ დაგვიცვას ინდური შტამისგან

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი
1619896707
COVID-19

„ინდურ შტამს უფრო მეტი მუტაციები აქვს, ვიდრე ბრიტანულ და სამხრეთ აფრიკულს, შესაბამისად, მეტი შანსია ვაქცინამ ვერ დაგვიცვას ინდური შტამისგან“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„ინდური შტამი ჯერ კარგად არ არის შესწავლილი. ბრიტანული შტამი უკვე შესწავლილია, არის უფრო გადამდები, უფრო სწრაფად ვრცელდება და იოლად ასნებოვნებს ახალგაზრდა ასაკის ადამიანებს და ბავშვებს.

თუ თუჩინურ-ევროპული შტამი ძირითადად ასაკოვან ხალხს ასნებოვნებდა და ბავშვები იშვიათი იყო, ინგლისური, ბავშვებში მარტივად ვრცელდება და დღეს ბავშვთა საავადმყოფოები სავსეა.

მაგრამ არის ერთი კარგი ამბავი, ბრიტანულ შტამს არ ახასიათებს მეტი ვირუვენტობა და მეტი სიკვდილიანობა, ის უბრალოდ სწრაფად ვრცელდება.

ამავეს ფიქრობენ ინდურ შტამზეც, რომელსაც მეტი მუტაციები აქვს ვიდრე ბრიტანულ და სამხრეთ აფრიკულს, შესაბამისად მეტი შანსია, ვაქცინამ ვერ დაგვიცვას ინდური შტამისგან, თუმცა პფაიზერმა, ასტრაზენეკამ და ჩინელებმა განაცხადეს, რომ ვაქცინა ინდური შტამისგან გვიცავს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 მესამე ტალღა საქართველოში ძლიერი არ არის

👉 პანდემია წლის ბოლოს დამთავრდება

👉 „ინდურ შტამს უფრო სწრაფად შეუძლია დააზიანოს სამიზნე ორგანო, ვიდრე ჩვენ ქვეყანაში მოცირკულირე კორონავირუსს“