მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცერცვაძე: ზუგდიდში დაფიქსირებული COVID-19-შემთხვევა, დაახლოებით მარნეულისას ჰგავს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი 2020
1585507709
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის გავრცელების გამო სამეგრელოს ტერიტორიაზე დამატებითი შეზღუდვების დაწესებას გამოეხმაურა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ზუგდიდში დაფიქსირებული ვირუსის შემთხვევაა, დაახლოებით მარნეულის შემთხვევას ჰგავს. მისივე თქმით, მთავრობამ იდეალურთან ახლოს იმუშავა და მომხდარზე მყისიერი რეაგირება მიიღო.

"ჩვენ შევძლებთ, რომ შიდა გავრცელების პირობებშიც 1-2 საფეხურით უკან ვიყოთ ევროპის იმ ქვეყნებთან, სადაც არის სერიოზული გავრცელება. რატომ ზუგდიდში? არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, დაფიქსირდა ერთი შემთხვევა, დაახლოებით მარნეულის შემთხვევას ჰგავს, პაციენტი საშუალო სიმძიმის არის, უბრალოდ ვერ ფიქსირდება ამ პაციენტის კონტაქტები. ამიტომ მთავრობამ, მთავრობის აპოლოგეტი არ ვარ, მაგრამ მთავრობამ ეპიდემიის პირველი დღიდან ზუგდიდის დღემდე იმუშავა იდეალურთან ახლოს მთელმა ვერტიკალმა, მყისიერი რეაგირება მოახდინა მოახდინა მარნეულის შემთხვევაზე და რა ? მარნეულიდან სულ გვაქვს 10 კაცის მატება, მაშნ როდესაც შეიძლებოდა ყოფილიყო ასეულობით, ათასობით. მყისიერი რეაგირება მოახდინეს ზუგდიდის ერთ შემთხვევაზე", - განაცხადა "იმედის" ეთერში თენგიზ ცეერცვაძემ.

ცნობისთვის, სამეგრელოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა.