მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინას საქართველო მარტის ბოლოს მიიღებს“ - გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე 2020
1614953626
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს „ფაიზერის“ სათაო ოფისთან სატელეფონო კონსულტაცია შედგა. 

როგორც ჯანდაცვის უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გაბუნიამ აღნიშნა, „ფაიზერმა“ საქართველოსგან კონკრეტული ინფორმაცია მოითხოვა.

ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ წინასწარი ინფორმაციით, საქართველოში ვაქცინაციის მიწოდება 22 მარტის კვირაში მოხდება.

„დღეს შედგა სატელეფონო კონსულატაცია „ფაიზერის“ სათაო ოფისთან, ასევე „კოვაქსის“ წარმომადგენლებთან. აქ დამატებით უნდა დაზუსტებულიყო დეტალები „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებისთვის. საშუალება გვქონდა, რომ „ფაიზერის“ ქვეყანაში შემოტანის ეტაპები დეტალურად გაგვევლო.

„ფაიზერმა“ კონკრეტული ინფორმაცია მოითხოვა იმ ცენტრებთან დაკავშირებით, სადაც ვაქცინების გადატანა მოხდება აეროპორტიდან და ასევე ვაქცინაციების ადგილის შესახებ ინფორმაცია.

როგორც მოგეხსენებათ ეს სამედიცინო დაწესებულებები მარეგულირებლის მიერ დიდი ხანია შერჩეულია და ეს ინფორმაცია გაიგზავნა „ფაიზერის“ სათაო ოფისში საბოლოო დასტურისთვის. წინასწარი ინფორმაციით, ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში. ამდენად მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება“, - განაცხადა გაბუნიამ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 „თავიდან აფეთქების საშუალება თუ მივეცით, შეკავება ბევრად რთული იქნება“ - აკაკი ზოიძე კორონავირუსის შესაძლო მესამე ტალღაზე