COVID-19

წითელი ჯვარი კორონავირუსის წინააღმდეგ შედეგიანი ბრძოლისთვის საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდის

წითელი ჯვარი
20:57 04.04
დაკოპირებულია

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ჯაგან ჩაპაგაინი საქართველოს მთავრობას კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების გამო მადლობას უხდის.

საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი მიწერილ წერილში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ზომებს დროულს, ეფექტურსა და პროფესიონალურს უწოდებს. ამასთან, თბილისის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლობას მაღალ შეფასებას აძლევს.   

გენერალური მდივანი თავის მიმართვაში ყურადღებას ამახვილებს თბილისის მერიასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც ვირუსით გამოწვეული შედეგების შემსუბუქების მიზნით,  მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად, მოხალისეთა გადამზადებას ითვალისწინებს.

ჯაგან ჩაპაგაინი, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიმართ გამოხატული აქტიური მხარდაჭერის გამო მადლობას უხდის და ვირუსის პრევენციის პროცესში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნას გამოთქვამს.

„კორონავირუსის საპასუხოდ, საქართველოს წითელმა ჯვარმა მობილიზება გაუკეთა და დაატრენინგა 5 000–ზე მეტი მოხალისე, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებას COVID 19–ის შეკავებასა და დაძლევაში დაეხმარებიან. თბილისის მერიასთან რეკრუტირების, სწავლების, ზედამხედველობისა და მოხალისეთა მხარდაჭერის საკითხებში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებაც გაფორმდა. ეს სამუშაო ვრცელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. ეროვნული საზოგადოების მოხალისეები პირველად დახმარებას უწევენ სოციალურად დაუცველ 13 000-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის, ხანდაზმულებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებიც რჩებიან შინ და ინფექციისგან თავს იცავენ. სხვა საქმიანობათა შორისაა, ფართომასშტაბიანი რისკის კომუნიკაცია ყველა საკვანძო პოპულაციასთან მისაღწევად.“ აღნიშნულია წერილში.

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი მზადყოფნას გამოთქვამს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ყველა საჭირო დახმარებით უზრუნველყოს, როგორც პანდემიის დროს, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მისივე შეფასებით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და თბილისის მერიის თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე აღიარებულ იქნა, როგორც პანდემიის პირობებში ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორობის საუკეთესო მაგალითი.

იპოთეკური სესხი

სახელმწიფო იპოთეკურ სესხებზე ნაწილობრივ...

სახელმწიფო იპოთეკური სესხის ამღებ პირებს 20%-იან გარანტორად ჩაუდგება. ამის შესახ...
საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თან...
23:35 28.05
საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თან...
23:23 28.05
"პანდემიამ გამოწვევის წინაშე დაგვაყენა ყველა და ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები გამოავლინა", - ამის შ...
23:04 28.05
გლდანის ხევის NI–NIა კორპუსებთან დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით...
22:08 28.05
დისტანციური კონსულტაცია კონტრაფაქციასთან ბრძოლის მექანიზმები კორონავი...
სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაციის (INTA) 50-ზე მეტი წევრი დაესწრო დღეს საქპატენტისა და INTA...
ზახაშვილი: უხსოვარი დროიდან, კულტურული ე...
"კოვიდი სულ რომ არ არსებობდა, უხსოვარი დროიდან, ყველა კულტურული ერი საჭიროდ თვლი...
გიგი წერეთელმა აზერბაიჯანის პარლამენტის...
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წე...
თარხნიშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტზ...
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიც...