მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ციციშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებული ჩვილი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა

ციციშვილის კლინიკაში, კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა
1627115105
COVID-19

ციციშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებული ჩვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა. იგი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს კლინიკის ექიმმა მაია ჩხაიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ბავშვი 2,5 თვისაა და ის მართვით სუნთქვაზე 3 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.

„ბავშვი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა. ამჟამად პერიოდულად ჟანგბადი ესაჭიროება. მკურნალობა გრძელდება. სასიცოცხლო პარამეტრები ამჟამად ნორმის ფარგლებშია“, - აღნიშნა მაია ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, რომ ივლისში ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 ჩვილი გარდაიცვალა.