მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

კორონავირუსის ინფექცია, 2020
1588057291
COVID-19

ცხელების ცენტრიდან 62 წლის კაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ინფიცირებული წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურში მუშაობდა და ტემპერატურა ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე დაუფიქსირდა, საიდანაც მამაკაცი კვლევებისთვის ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. ეპიდემიოლოგები მის კონტაქტებს იკვლევენ.

ამჟამად კლინიკაში 20 პაციენტია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღეს კლინიკას კიდევ ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი 19 -მა პაციენტმა დაამარცხა.