მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცქიტიშვილი: სისტემური „ლოქდაუნის“ შესახებ, არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული

ვიცე-პრემიერი
1606208601
COVID-19

„დაწყებული გვაქვს მსჯელობა წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოების თაობაზე“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეზღუდვებზე მსჯელობა მიმდინარეობს ბიზნეს სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის პარალელურად.

„ერთობლივად უნდა მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც დაგვეხმარება ვირუსის დინამიკის მართვაში და ნაკლებად დამაზიანებელი იქნება ბიზნესისთვის.

დღეს აქტიური საუბარი გვქონდა იმ მოსამზადებელ სამუშაოებზე, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ ყველა ერთად მოვემზადოთ ვაქცინაციის ეტაპისთვის, რომლისთვისაც მსოფლიო ემზადება.

დღეის მდგომარეობით კონკრეტული გადაწყვეტილებები არ გვაქვს მიღებული შეზღუდვებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას სისტემური „ლოქდაუნის“ შესახებ.

„ამ ეტაპზე ასეთი ტიპის გადაწყვეტილება არ არის მიღებული და ეს ფართო კონსულტაციების გზით უნდა იქნას მიღებული. ჩვენ ვახორციელებთ კონსულტაციებს და ეს პროცესი გაგრძელდება“, - დასძინა მან.