მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„წლის ბოლოს მოსახლეობის აცრის 65%-ზე გავალთ“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი
1622650085
COVID-19

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის განცხადებით, საქართველოში ივნისის ბოლოდან სხვადასხვა წარმოების ვაქცინების მასიური შემოტანა დაიწყება.

„საერთოდ, ძნელია გარანტიების მიცემა იმიტომ, რომ მსოფლიო ცვალებადია და ათასი ხელის შემშლელი ფაქტორი შეიძლება გამოჩნდეს. მე, როგორც ექსპერტი, ვიძლევი გარანტიას, რომ წლის ბოლოს გავალთ სამიზნეზე, ეს არის მოსახლეობის 65%-ის აცრა“ - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, ივნისის ბოლოდან ქვეყანაში დიდი რაოდენობით ვაქცინების დოზები შემოვა.

შემოვა დიდი რაოდენობით „სინოფარმი“, დიდი რაოდენობით „სინოვაკი“, შედარებით მცირე რაოდენობით „ასტრაზენეკა“ და დიდი რაოდენობით ფაიზერი, რომელზეც ხალხს ასე წყდება გული.

და კიდევ ერთი ვაქცინა „ნოვავაქსი“. ჩემი აზრით, ყველაზე უკეთესია „ნოვავაქსი“, რომელიც არის ბაზარზე და ჯერ ავტორიზაცია არ მიუღია.

ის ავტორიზაციას მიიღებს ივნისის ბოლოს და მისი პირველი კონტრაქტორი საქართველოა, რომელიც მილიონ დოზას მიიღებს. ივნისის ბოლოდან საქართველოში აიცრება დღეში არა 4000-5000, არამედ 8000-9000 ადამიანი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 954 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 896 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 346150-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 329516 პირი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ერთ მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით, ევროპაში 30-ე ადგილზე ვართ“

👉 დღეში უნდა ჩატარდეს 15-17 ათასი აცრა