მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ ამ ზომებს მივიღებთ, დაიწყება ინფიცირების კლება“ - აკაკი ზოიძე შეზღუდვებსა და გამოსავალზე საუბრობს

ჯანდაცვის ექსპერტი
1606297047
COVID-19

„სამწუხაროდ, პესიმისტური სცენარით მივდივართ... ზომების გამკაცრება გარდაუვალია“, - ამის შესახებ ექსპერტი მედიცინის საკითხებში აკაკი ზოიძე აღნიშნავს.
 

ექსპერტის თქმით, რაც არ უნდა ბევრი საავადმყოფო საწოლი დავამატოთ ან განვტვირთოთ, ვერ გაუძლებს სისტემა ვერანაირად, პირველ ყოვლისა პერსონალი არ გვეყოფა.

„ინფექციის გავრცელების სიჩქარე თუ არ შევანელეთ, გველოდება ძალიან მძიმე დეკემბერი და სიკვდილობის მკვეთრი მატება. ინფექციის სწრაფი აღმავალი ტენდენციის შეჩერება შეიძლება 3 მიმართულებით ერთდროულად ზომების მიღებით:

1. უკვე არსებული რეგულაციების უმკაცრესი შესრულებით და ამის დემონსტრაციული გაკონტროლებით.

2. ტესტირების შემდგომი გაფართოებით და დადასტურებულ ინფიცირებულთა კონტაქტების დროულ მოძიებაში დამატებითი რესურსების (მათ შორის დიგიტალურის) ჩართვით, რომ დროულად მოხდეს მათი თვითიზოლაცია და/ან კოვიდ სასტუმროში გადასვლა.

3. ადამიანების მობილობის დაქვეითება გავრცელების კერებში - დიდ ქალაქებში, რამდენიმე კვირით მაინც“, - ამბობს ექსპერტი.

მისი თქმით, უნდა მივიღოთ ეპიდემიოლოგიურად ყველაზე დიდი მოსალოდნელი ეფექტის და იმავდროულად სოციალურ-ეკონომიკურად ყველაზე ნაკლები ნეგატიური ეფექტის მქონე ზომები.

„ახლა თუ მივიღებთ ამ ზომებს, ორ კვირაში წავა ინფიცირებულთა კლება და 20-24 დღეში კი სიკვდილობის შემცირება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. დასაწერად ადვილია, განსახორციელებლად ძალიან ძნელი. მაგრამ ჩემი აზრით სხვა გამოსავალი ახლა უკვე არ არის, რომ ინფიცირებულთა ექსპონენციალური ზრდის ტემპი შევანელოთ“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

ცნობისთვის, დღეს, 25 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 ლევან რატიანი: მომდევნო ორი კვირა მაინც თავი შევიკავოთ დედაშვილური ურთიერთობისგანაც კი

👉 ეპიდვითარება საქართველოში