მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ არ გავლაღდებით, 2 კვირაში ვირუსმა უკუსვლა უნდა დაიწყოს“ - გამყრელიძე

გამყრელიძე ამირან
1620721845
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეები ზედმიწევნით დაიცავენ რეკომენდაციებს და „არ გალაღდებიან“, 2 კვირაში ვირუსმა უკუსვლა უნდა დაიწყოს.

ამასთან, გამყრელიძემ კორონავირუსის შტამებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში ვირუსის თითქმის 90% ბრიტანულია.

„გარკვეული პარამეტრების მიხედვით ჩვენ ვფიქრობთ, რომ პიკში ვართ. თუ ისე დავიცავთ ყველაფერს და ძალიან არ გავლაღდებით, ალბათ 2 კვირის ფარგლებში ინფექციამ უკუსვლა უნდა დაიწყოს.

გუშინ, ჩვენ ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვქონდა, ერთი დღის განმავლობაში. ვაქცინაციის ციფრი 4689 იყო, რომელიც პროგრესულია და კარგია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.

ყველანაირი პროგნოზით ქვეყანაში პრევალირებს ბრიტანული შტამი, თითქმის 90%-ით ბრიტანული შტამი გვაქვს“, - აღნიშნა გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 788 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 251 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 324 256-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 303 679 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 5,76%, ბოლო 14 დღის - 6,07%, ბოლო 7 დღის - 6,35%-ია.

ინფორმაციისთვის, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა 13 მაისიდან მოიხსნება, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.

ამავე თემაზე:

👉 „არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ კომენდანტის საათის გადაწევაზე ვიფიქროთ“- თამარ გაბუნია

👉 „მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდვაქცინაციის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ“ - ღიბრაძე

👉 „კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება

👉 963 თბილისი, იმერეთი 178 - კორონავირუსის გავრცელების არეალი რეგიონებში