მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ ექიმი „ასტრაზენეკაზე“ იტყვის უარს, გამოდის, რომ იგი გეგმიურ ვაქცინაციაზეც უარს ამბობს“ - თემურ მიქელაძე

პედიატრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
1616183422
COVID-19

„თუ „ასტრაზენეკაზე“ ექიმი იტყვის უარს, გამოდის, რომ იგი გეგმიურ ვაქცინაციაზეც უარს ამბობს,“ - ამის შესახებ განაცხადა იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრმა, პედიატრიული განყოფილების უფროსმა თემურ მიქელაძემ.

„ანაფილაქსიური რეაქციები მე, პირადად მქონია მედიკამენტზეც და ვაქცინაზეც. ყველა ვაქცინაზე ველოდებოდით ანაფილაქსიურ რეაქციებს და გვიმართია ბევრი შემთხვევა,“ - აცხადებს იგი.

მისი თქმით, ვაქცინაცია დასავლეთის ქვეყნებში ამბულატორიულ დაწესებულებებში ტარდება და არა მრავალპროფილურ კლინიკებში.

მიქელაძის აზრით, ანაფილაქსიური რეაქციის დროს, მთავარია პერსონალმა იცოდეს მისი მართვა.

„ვაკეთებთ 30 წუთიან დაყოვნებას,“ - განამრტავს იგი.

პედიატრის თქმით, ბავშვებს ზრდასრულების მსგავსად გადააქვთ ვაქცინაციის შემდგომი პერიოდი.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ახალგაზრდა ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

პაციენტი თბილისში, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში დღეს გარდაიცვალა.

სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მრავალპროფილური სტაციონარების დონეზე გაგრძელდება.