მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ ინფიცირება ასე გაგრძელდა, ადამიანები ვერ მიიღებენ გადაუდებელ დახმარებას და დაიღუპებიან“ - აკაკი ზოიძე

 პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე
1606136131
COVID-19

ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასა და კოვიდინფექციის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ექსპერტმა მედიცინის საკითხებში აკაკი ზოიძემ ისაუბრა.

როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, დღეისათვის საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება ძალიან მძიმეა.

„არის ძალიან ბევრი პრობლემა, მაგრამ ჯანდაცვის სისტემა ჯერჯერობით ახერხებს მძიმე პაციენტების მკურნალობას. ეს დიდხანს არ გაგრძელდება თუ არ შეიცვალა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის აღმავალი ტენდენცია.

თუ ვირუსის გავრცელება არ შემცირდა, ამას ვერანაირი სისტემა ვერ გაუძლებს. საწოლების დამატებას რა აზრი აქვს, როცა პერსონალი აღარ გვყოფნის? ყველა უნდა ჩაერთოს კოვიდის მართვაში“, - აღნიშნა ექსპერტმა.

მისი თქმით, ქვეყნის სუსტი წერტილი სამედიცინო პერსონალის სიმცირეა.

„სამედიცინო პერსონალის სიმცირე ქვეყნის სუსტი წერტილია. თუ ამ ნაწილში შევძლებთ შეხიდებას სისტემისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ინფექციის გავრცელების სიჩქარის შენელება და ეს შესაძლებელია მხოლოდ მობილობის შეზღუდვით, არსებული რეგულაციების უმკაცრესი კონტროლით და დამატებითი რესურსების ჩართვით.

თუ კიდევ 10 დღე შენარჩუნდება ინფიცირების ეს დონე, შეუძლებელს გახდის ჯანდაცვის სისტემის მიერ სიტუაციის მოვლას.

შედეგად დაიღუპებიან ადამიანები, რომლებიც ვერ მიიღებენ გადაუდებელ დახმარებას, რადგან არ იქნება საწოლი და სუნთქვის აპარატი“, - დასძინა აკაკი ზოიძემ სატელევიზიო ეთერში.

აგრეთვე მისი თქმით, ეს ყველაზე დიდი საფრთხეა, რაც ამ მიმართულებით გველოდება.

🔺 23 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობაა 108 690, აქედან 89 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1012 გარდაიცვალა.