მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ კვირის ბოლომდე არ დასტაბილურდა ეპიდვითარება, შეზღუდვების საკითხს დავაყენებთ“ - თამარ გაბუნია

„პირბადის გამოყენების მნიშვნელობა უცვლელი რჩება“
1628089238
COVID-19

„საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„ძალიან გვეხმარებოდა კომენდანტის საათი, რომელიც ცოტა ხნის წინ მოიხსნა კურორტული სეზონიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, რომ მომდევნო ერთი კვირა მაინც გვჭირდება, რათა დავაკვირდეთ ტენდენციას. პროგნოზულად პიკში ვიმყოფებით და რამდენიმე დღეში უნდა დასტაბილურდეს შემთხვევები.

თუ დასტაბილურდა ეპიდსიტუაცია, ჯანდაცვის სექტორი ამ დაწოლას გაუძლებს და შემდეგ უნდა წამოვიდეს ქვემოთ ინფიცირება, მაგრამ თუ კვირის ბოლომდე არ დასტაბილურდა, დავაყენებთ შეზღუდვების გააქტიურების საკითხს“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 სრულად აცრილებს კორონავირუსით ინფიცირების სამჯერ ნაკლები შანსი აქვთ, ვიდრე აუცრელებს

👉 „ქვეყანაში უამრავი პრობლემები გროვდება მაშინ, როცა ქვეყანა ტურისტული სეზონით ტკბება“

👉 „შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია“

👉 „მეხუთე ტალღა იქნება კატასტროფული და მართლა არ გაგვწყვიტოს“