მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ მოსახლეობის 70% აიცრება, პანდემია დამთავრდება“ - ამირან გამყრელიძე

NCDC-ის დირექტორი
1612100037
COVID-19

„ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ კოვიდპანდემიის დამარცხების მთავარი გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე. თუ აიცრება მოსახლეობის 70 პროცენტი, ეს ნიშნავს, რომ კოვიდპანდემია დამთავრდა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მის თქმით, საქართველოში პირველად Pfizer-ის, ხოლო შემდეგ AstraZeneca-ს ვაქცინა შემოვა.

„პირველ ეტაპზე ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინა შემოვა, 29 250 დოზა, ორჯერადი გაკეთებით. ეს არის დაახლოებით 14 500 ადამიანის დოზა. როგორც მაქვს ინფორმაცია, ვაქცინა შემოვა თებერვლის მეორე ნახევარში. ასევე, უკვე დადასტურებულია, რომ შემდეგი ვაქცინა, რომელიც მოგვეწოდება, იქნება AstraZeneca,180-დან 300 ათას დოზამდე და ეს იქნება დიდი ალბათობით, მარტის პირველ ნახევარში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, „კოვაქს“ პლატფორმიდან საქართველომ ვაქცინის მიღების შესახებ დაზუსტებული პასუხი 30 იანვარს მიიღო.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო ვაქცინას თებერვლის ბოლომდე მიიღებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

თენგიზ ცერცვაძე: ყველა დაინახავს, რომ ვაქცინის გაკეთების შემდეგ კორონავირუსი არავის დაემართება

ამირან გამყრელიძე: ვაქცინაციისთვის საავადმყოფოებიდან უკვე გამოთხოვილია პერსონალური ინფორმაცია

„ფაიზერის“ ვაქცინას პრაქტიკულად 100%-იანი დაცვა აქვს“ - ცერცვაძე