მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ საზოგადოება არ აიცრება, სულ ვიქნებით მე-5, მე-8 ტალღების მოლოდინში“ - თემურ მიქელაძე

თემურ მიქელაძე
1634034810
COVID-19

„ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ბავშვებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ეს ეხება არა მარტო სკოლას და სკოლამდელ დაწესებულებებს, არამედ ზოგადად, მთავარი პრინციპი უნდა იყოს მათი უსაფრთხოება“, - ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ განაცხადა.

როგორც პედიატრი აღნიშნავს, რომ თუ არ მოხდება მოსახლეობის ვაქცინაციის მაჩვენებლის ყოველდღიური მაჩვენებლის ზრდა, მაშინ ქვეყანას სულ ამ ტალღების მოლოდინში მოუწევს ყოფნა.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და უკვე ორშაბათიდან დაიწყო 12-დან 15 წლამდე განსაკუთრებული რისკის ჯგუფების ბავშვების ვაქცინაცია საქართველოში. ჩვენს კლინიკაში რამდენიმე ბავშვი უკვე აიცრა კიდევაც.

გარდა ამ რისკის ჯგუფებისა, მშობლების მოთხოვნით განხორციელდა იმ ბავშვების აცრა, რომლებიც მიდიოდნენ უცხოეთში, სპორტულ, ქორეოგრაფიულ აქტივობებზე, ან იმ ქვეყნებში, რომლებიც ითხოვენ ამ ასაკის ბავშვების ვაქცინაციას. მშობლების ინფორმირებული თანხმობით ხდება ბავშვების ვაქცინაცია.

ჩვენ, პირველ რიგში, უნდა ავცრათ ქრონიკული პაციენტები და უნდა დაველოდოთ განვითარებული ქვეყნის მონაცემებს, მათ კლინიკური კვლევები უკვე გავლილი აქვთ, დაველოდებით მათ რეკომენდაციას და შემდეგ გადავწყვეტთ რისკის ჯგუფების გარდა როგორ მოხდება ბავშვთა აცრის გეგმის განხორციელება.

არ ვართ მაღალგანვითარებული ქვეყანა და ვიღებთ აშშ-ის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და სხვადასხვა მკაცრი მარეგულირებლების რეკომენდაციებს და ვიძლევით ამ რჩევებს, მაგრამ ეს რჩევა უფრო ეფექტურია იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა არის ვაქცინირებული. ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის ამ რჩევას აზრი არ აქვს, ამიტომ გვიწევს სხვადასხვა რეგულაციის დაცვა, ამიტომ ვიქნებით მე-5, მე-8 ტალღის და სულ ვიქნებით ამ ტალღების მოლოდინში ეს არის სამწუხარო რეალობა.

ჩვენი მთავარი მიზანი იყო მოზრდილი მოსახლეობის აცრა. შვილებისთვის უნდა შეგვექმნა უსაფრთხო გარემო, სამწუხაროდ ეს ვერ მოვახერხეთ, ამიტომ ზოგადი ინფიცირების შემთხვევები ბავშვებში 20%-ს გადაცდა.

პოლიტიკური კონიუნქტურებიდან ყველა უნდა გამოვიდეთ და ჩვენ უნდა გადავარჩინოთ მომავალი და მაქსიმალური რაოდენობა უნდა აიცრას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით. ვაქცინა არის უსაფრთხო და განსაკუთრებული უკუჩვენება არ აქვს“, - აცხადებს ექიმი.

არის თუ არა ეს მეხუთე ტალღა?

როგორც მიქელაძე განმარტავს, დღეს 2 საათამდე იყო ბავშვთა ინფიცირების 10 შემთხვევა, როცა ბოლო 1 თვის განმავლობაში კვირაში იყო 3-4, ჩვენ მუდმივად ვიქნებით ტალღების ზემოქმედების ქვეშ და რაც გინდათ ის დავარქვათ.

მისი თქმით, უმრავლეს ქვეყნებში ე.წ. „ლოკდაუნები“ მოიხსნა, უნიღბოდ დადიან ქუჩებში, მათ სწორად გაიარეს კორონავირუსის ეტაპი და ევროპის უმრავლეს ქვეყნებში 70%-ზე მეტია აცრილი, აქედან გამომდინარე, მოხსნეს შეზღუდვები.

რატომ ვიკეთებთ ვაქცინას?

„ვაქცინას იმიტომ ვაკეთებთ, რომ განსაკუთრებით მძიმე პაციენტები, ხანდაზმული ასაკის მშობლები, ბებიები, ბაბუები გადავარჩინოთ, თორემ ბავშვებს გადააქვთ მსუბუქად ნებისმიერი ტალღები და ნებისმიერი შტამები. მეგონა რომ ჩვენ უფრო გონივრულად გავაკეთებდით ყველაფერს, მაგრამ სამწუხაროდ ეს რეალობა გვაქვს“, - განაცხადა თემურ მიქელაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 774 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 37 ადამიანი, ხოლო 1623 პირი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 640357-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 603995 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 9 306 პაციენტი ემსხვერპლა.

იხილეთ აგრეთვე:

📣„საქართველო შეეწირა არჩევნებს და ამის გამო მეოთხე ტალღა არ გაჩერებულა“ - გიორგი ფხაკაძე

📣„თუ მოზრდილი მოსახლეობის 80% აიცრება, ინფიცირება 5-ჯერ, ხოლო სიკვდილიანობა 10-ჯერ შემცირდება“ - ბიძინა კულუმბეგოვი

📣„თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე მეხუთე ტალღის დასაწყისია“ - ივანე ჩხაიძე

📣„რეინფიცირების 10 ათასამდე შემთხვევა გვაქვს“ - ამირან გამყრელიძე