მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ტურისტის 23:00 საათზე სახლში მისვლა მირჩევნია, დღეში 30 თანამოქალაქის დაღუპვას“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე
1622720325
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე კოვიდინფექციის გავრცელების გამო დაწესებული „კომენდანტის საათის“ მოხსნასთან დაკავშირებულ კითხვას პასუხობს და აცხადებს, რომ დღიურად 30 თანამოქალაქის დაღუპვას, ტურისტის 23:00 საათზე სახლში მისვლა ურჩევნია.

იმნაძე ამბობს, რომ „კომენდანტის საათის“ მოხსნა დამოკიდებულია აცრების მოცვასა და დაავადების გადაცემის რისკებზე.

„მესმის, მაგრამ რა ვქნა, მაინც 23:00 საათზე ტურისტის სახლში მისვლა მირჩევნია, დღეში ჩემი 30 თანამოქალაქის დაღუპვას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს დამოკიდებული იქნება რამდენი იქნება აცრებით მოცვა, როგორი იქნება რისკი დაავადების გადაცემის ანუ როგორი იქნება ავადობა 100 ათას მოსახლეზე“, - განაცხადა იმნაძემ „საქმიან დილასთან“ საუბარში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 833 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1205 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 6 158 ადამიანი აიცრა

🔴 431 თბილისი, 78 იმერეთი - ეპიდვითარება რეგიონებში

🔴 833 ინფიცირება, 1205 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

🔴 „კომენდანტის საათის“ დრო შემცირდა