მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთი 20 000 მოქალაქეს ჩინურ ვაქცინაზე ტესტავს 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა
1606117332
COVID-19

თურქეთის 20 ათასმა მოქალაქემ უკვე შეიტანა განაცხადი, ჩინეთის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირებაში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ თურქული მედია წერს.  

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ფაჰრეთინ ქოჯას განცხადებით, თურქეთი უახლოეს მომავალში ჩინურ კომპანია Sinovac Biotech-თან აპირებს ხელშეკრულების გაფორმებას 20 მილიონი დოზა ვაქცინის შესაძენად. ანკარა აგრეთვე მოლაპარაკებას აწარმოებს Pfizer და BioNTech-თან, ვაქცინების დოზების შესაძენად.

„დეკემბერში მინიმუმ 10 მილიონი დოზა ჩინური ვაქცინის შეძენა იქნება შესაძლებელი. ჩვენ გვინდა, რომ ეს რიცხვი გავზარდოთ“,- აღნიშნა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

თურქეთი ბრაზილიის შემდეგ ჩინური ვაქცინის მეორე მყიდველი გახდება.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔅 თურქეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

🔅 Pfizer-ს COVID 19-ის ვაქცინის ავტორიზაციაზე განაცხადი შეაქვს

🔅 ექსპერტი: კოვიდინფექცია ისე გავრცელდა, შესაძლოა, ქვეყნის სტაბილურობაზეც იმოქმედოს