მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3135 შემთხვევა გამოვლინდა

კორონა თურქეთი
1586114151
COVID-19

თურქეთში კორონავირუსის პანდემია დაჩქარებული წესით ვრცელდება. ბოლო 24 საათში ინფიცირების 3135 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 73 პაციენტი გარდაიცვალა.

5 აპრილის საღამოს მდგომარეობით თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 27 069 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, საიდანაც 574 პაციენტი გარდაიცვალა. 1381 პირის მდგომარეობა კრიტიკულია, 1042 კი უკვე გამოჯანმრთელდა.

გართულებული მდგომარეობის გამო პრეზიდენტმა ერდოღანმა ქვეყანაში მკაცრი კარანტინი დააწესა. 30 ქალაქი, მათ შორის სტამბოლი და ანკარა მთლიანად ჩაიკეტა. 20 წლამდე და 65 წელს გადაცილებულ პირებს საცხოვრებელი ადგილის დატოვება აეკრძალათ.