მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთში ჩინური ვაქცინით მოსახლეობის აცრა იწყება

ვაქცინაცია თურქეთში დაიწყო
1610608609
COVID-19

თურქეთი ქვეყნის მასშტაბით COVID-19 ვაქცინაციას იწყებს, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეტინ კოჩამ განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„იმისთვის, რომ ძველ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, საჭიროა ვაქცინის გაკეთება. ვაქცინები გადანაწილებულია თურქეთის 81 პროვინციის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სათავსოებში.”, - თქვა კოჩამ.

ანკარა გეგმავს ვაქცინა მიიღონ პირველ ეტაპზე ექიმებმა, ასევე 65 წელზე უფროსი ასაკის პირებმა, რასაც მოჰყვება 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები და ისინი ვისაც ქრონიკული დაავადება აქვთ.

თურქეთმა მიიღო 3 მილიონი დოზა „სინოვაკის“ ჩინური ვაქცინა და სულ შეუკვეთა 50 მილიონი. იგი ასევე მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთის Sputnik V ვაქცინაზე, Pfizer–ის და BioNTech–ის მიერ შემუშავებულ ვაქცინაზე

თურქეთში კორონავირუსით დაახლოებით 23 000 ადამიანი გარდაიცვალა და 2 მილიონზე მეტი დაინფიცირდა. ღამის საათებში მოქმედებს კომენდანტის საათი, შაბათ-კვირას კი ლოქდაუნია.

იხილეთ აგრეთვე:

🔳პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

🔳თენგიზ ცერცვაძე: ოპტიმალური იქნება, რომ pfizer-ის ვაქცინის მცირე რაოდენობა შემოიტანონ