მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა

კორონა თურქეთი
1586543865
COVID-19

თურქეთი გახდა მე-11 სახელმწიფო, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილ პირთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 4747 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაღუპულთა რაოდენობა 98-ით გაიზარდა.

თურქეთში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული პირველი შემთხვევა სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ გვიან 10 მარტს აღრიცხეს და სულ რაღაც 1 თვეში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 47 029-მდე გაიზარდა, საიდანაც 1006 გარდაიცვალა, 2423 გამოჯანმრთელდა და 43 600 ამჟამადაც მკურნალობის კურსს გადის, მათგან 1667 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

მსოფლიო მასშტაბით კი COVID 19-ს ბოლო 3 თვეში უკვე 100 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა