მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება

კორონა თურქეთი
1585411793
COVID-19

თურქეთში კორონავირუსი გეომეტრიული პროგრესიით ვრცელდება, უფრო სწრაფად, ვიდრე იტალიაში. ინფიცირების პირველი შემთხვევის გამოვლენიდან 17 დღეში COVID 19-ით დაავადებულთა რაოდენობა 5698-მდე გაიზარდა.

თურქეთში ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 10 მარტს გამოვლინდა, 20 მარტს ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 670-მდე იყო გაზრდილი, 27 მარტს - 5698-მდე. თუ 3 კვირის წინ თურქეთი ჯერ კიდევ მწვანე ზონად რჩებოდა, დღეს ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ მე-14 ადგილს იკავებს. შედარებისთვის ასევე 17 დღეში, 15 თებერვლიდან 3 მარტამდე, იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 3-დან 2502-მდე გაიზარდა.

კორონავირუსით პირველი ადამიანი თურქეთში 17 მარტს გარდაიცვალა, დღეს მსხვერპლის ოდენობა 92-ს აღწევს.