მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 300 ათასს აჭარბებს

დროშა და დედაქალაქი
1600543896
COVID-19

თურქეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 300 ათასს გადააჭარბა. მონაცემებს worldometers ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 1538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში კოვიდვირუსით 68 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 7445-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 19 სექტემბრის მონაცემებით, 266 ათასს აღემატება.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსმა მოიცვა 210-ზე მეტი ქვეყანა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.