COVID-19

თურნავა: გვაქვს საკმარისი რესურსი, რომ ვიზიტორები განვათავსოთ როგორც მესტიაში, ასევე ქვეყნის სხვა რეგიონებში

ჩვენ გვაქვს საკმარისი რესურსი, რომ ვიზიტორები განვათავსოთ როგორც მესტიაში, ასევე ქვეყნის სხვა რეგიონებში
12:25 11.08
დაკოპირებულია

„მესტიაში უკვე შევარჩიეთ 20 სასტუმრო, აღვრიცხეთ ვიზიტორები და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საკარანტინო სივრცეებში მათი გეგმაზომიერი გადაყვანა მოხდეს. საკარანტინო სივრცეები მოეწყო როგორც უშუალოდ მესტიის მუნიციპალიტეტში, ასევე დანარჩენ საქართველოშიც გვაქვს საკმარისი რესურსი ამისთვის,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მესტიის მუნიციპალიტეტში შექმნილი ვითარების შესახებ.

მინისტრის განცხადებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საგანგებო მუშაობის რეჟიმშია გადასული. მასთან ერთად, პროცესში აქტიურადაა ჩართული მთის კურორტების განვითარების კომპანიაც.

„ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეპიდემიის აფეთქების ამ მორიგი კერის ლოკალიზება და გაუვნებელყოფა რაც შეიძლება სწრაფად, შედარებით უმტკივნეულოდ მოხდეს,“ - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, 10 აგვისტოს მესტიაში კორონავირუსის 17 შემთხვევა დაფიქსირდა, ამის გამო კი მთავრობის გადაწყვეტილებით, უშგულში, ლენჯერსა და მესტიაში გადაადგილებაზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„ჩვენ ერთად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ჩვენი ღირსეული წვლილი შევიტანოთ იმ ღირსეულ საქმეში, რაც ნიშნავს 202...
49 წუთის წინ
„ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ ლარს გამოყოფს“,- ამი...
53 წუთის წინ
„ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობისთვის 200 მილიონი ლარის ოდენო...
58 წუთის წინ
„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამისთვის 2020-2024 წლებში 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება, 4 წელიწ...
20:42
ე.წ. საზღვარი აფხაზეთთან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სუს-ი ბანკზე თავდა...
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის „სასაზღვრო დეპარტამენტი“ ზუგდიდში „საქ...
გომელაური: გამოძიება დაადგენს მძევლებს შ...
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გამოძიება დაადგენს, ჰყ...
მთიანი ყარაბაღის საკითხზე ვაშინგტონში და...
23 ოქტომბერს ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის და აზერბაიჯანისა და სომხეთის...
ოხანაშვილი: გვიპასუხონ „ნაციონალური მოძრ...
„გვიპასუხონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა რა აქვთ საწინააღმდეგო, რომ...