მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უახლოეს დღეებში „ლოკდაუნს“ და მკაცრ შეზღუდვებზე დაბრუნებას გამოვრიცხავ“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი
1627017500
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში „ლოკდაუნსა“ და მკაცრ შეზღუდვებს გამორიცხავს.

„გვაქვს რესურსი, რომ ინფიცირების დღევანდელ მოცულობას ინფიცირების გავუძლოთ წარმატებით. ინდური შტამი ცუდი და აგრესიული გამოდგა, მაგრამ ჯერ მას გარდაცვალების შემთხვევების ზრდა არ გამოუწვევია.

დეტალები ლამბდაზე არ ვიცი, რადგან, საბედნიეროდ, ის ჩვენს სიახლოვეს არ გამოჩენილა. თუმცა ამბობენ, რომ მას აქვს განსხვავებული თვისებები, რიგ შემთხვევებში მიმდინარეობს უფრო მძიმედ.

ზრდა მოსალოდნელია, მაგრამ, ამისთვის საჭიროა ის რეგულაციები მაინც დავიცვათ, რომელიც ახლა გვაქვს. გამოვრიცხავ, უახლოეს დღეებში ლოკდაუნსა და მკაცრ შეზღუდვებზე დაბრუნებას, პირადად, ამას მხარს არ დავუჭერ“, - აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.

მან ასევე, ლამბდა შტამზე ისაუბრა და აღნიშნა:

„ლამბდა შტამი სულ ახალია, პერუშია ჯერ მხოლოდ. საბედნიეროდ, ინდურისგან განსხვავებით, სხვაგან ჯერ არ გავრცელებულა. სადღაც გავრცელდა, მაგრამ არა ჩვენს სიახლოვეს. ამიტომ ჯერ მასზე ცნობები არ არის. რომ ნახონ, რომელი ვაქცინაა ეფექტური „ლამბდაზე“ ან ნებისმიერი სხვა ახალ შტამზე, მინიმუმ ორი კლინიკური კვლევა უნდა ჩატარდეს. ამბობენ, რომ საშიშია, ამბობენ, რომ ინდურზე არანაკლებ საშიშია“, - განმარტა ცერცვაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ლამბდა თუ დელტა - რომელი შტამია უფრო საშიში?

👉 მსოფლიოში ახალი, საშიში „ლამბდა“ შტამი ვრცელდება - ჯანმო

👉 „საქართველოში დელტა ვარიანტით ინფიცირებულთა 10% ბავშვია“

👉 რამდენად ეფექტიანია „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ორი დოზა „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ?