მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უხერხულია იმაზე ლაპარაკი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ვერ ავსებს აპლიკაციის ფორმას სწორად“ - თამარ გაბუნია

 ვისაც გადატანილი აქვს ვირუსი, მათ ვაქცინის გაკეთება მაინც სჭირდებათ
1614595119
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ უხერხულია იმაზე საუბარი, თითქოს, ჯანდაცვის სამინისტრო ვერ ავსებს აპლიკაციის ფორმას სწორად.

„ძალიან უხერხულია იმაზე ლაპარაკი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ვერ ავსებს აპლიკაციის ფორმას სწორად,“ - განაცხადა მან.

მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ აპლიკაციის ფორმა ხარვეზით შეავსო, მცდარია და სინამდვილეში, Pfizer-ის ვაქცინის მოწოდება გამოიწვია მათ მიერ დაწესებულმა დამატებითმა მოთხოვნებმა.

„ქვეყანამ მიიღო დამატებითი მოთხოვნები Pfizer-ისგან პასუხისმგებლობის ფინანსურ გადასვლასთან დაკავშირებით, ამას სჭირდება კიდევ დამატებითი მოლაპარაკება, სადაც დაზუსტდება ყველა პირობა და ამას ორმხრივად მოეწერება ხელი, როგორც კი, ჩვენ გვექნება ეს დაზუსტებული ხელშეკრულებები,“ - აცხადებს გაბუნია.

მისი თქმით, ქვეყანა მზად არის საბოლოო შეთანხმების გასაფორმებლად.

„ყველაფერი არის მზაობაში იმისთვის, რომ საბოლოო შეთანხმება Pfizer-ისგან დასტურის შემდეგ გვქონდეს.

„კოვაქსი“ გააკეთებს განმარტებას იმაზე, თუ რატომ მოხდა მისი განმარტების ასეთი ინტერპრეტაცია,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აგრეთვე იხილეთ:

„ფაიზერის“ ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი პირობები მივიღეთ“ - თამარ გაბუნია

ევროკავშირში Pfizer-ის ვაქცინის მიწოდება დაგეგმილს 30%-ით ჩამორჩება - Reuters

თენგიზ ცერცვაძე: PFIZER-ს აქვს თითქმის 100%-იანი დაცვა

„ამ ეტაპზე Pfizer-ის ვაქცინის 200 000 დოზა შეგვიძლია მივიღოთ“ - პაატა იმნაძე