მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში ბოლო 24 საათში COVID-19-ის 97 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსის ინფექცია, 2020
1585719230
COVID-19

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფორმაციას Unian ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, გარდაცვლილია 17 ადამიანი, ხოლო 10 გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულების საერთო რიცხვი 645 შეადგენს.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ვირუსის გავრცელების დინამიკას საგანგაშო უწოდა. მან ქვეყნებს მიმართა და აღნიშნა, რომ ახლა არ არის მოდუნების დრო, რადგან შესაძლებლობების ფანჯარა ნელნელა იხურება.