მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უნგრეთი კორონავირუსის რუსულ ვაქცინას შეამოწმებს

რუსული ვაქცინა სპუტნიკ 5
1606200990
COVID-19

უნგრეთში კორონავირუსის რუსული ვაქცინის ტესტირება მოხდება. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა. 

მისი თქმით, უნგრეთის მედიკამენტების მწარმოებელი კომპანია რუს პარტნიორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც უნგრეთი გახდა პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელმაც პრეპარატის ნიმუში მიიღო.

სიიარტოს თქმით, ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს ასევე სამ ჩინური ვაქცინის მწარმოებელთან და 2,8 მილიონი დოზა ჩინური ანტივირუსული პრეპარატი უკვე შეუკვეთა.

ცენტრალურმა ევროპულმა ქვეყანამ ასევე შეუკვეთეს ვაქცინის 12 მილიონი დოზა AstraZeneca-ს, ბელგიურ კომპანია Janssen-სა და აშშ-გერმანიის ერთობლივი ვაქცინის მწარმოებელ Pfizer-BioNTech-ს.

ვაქცინა სახელწოდებით Sputnik V რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აგვისტოში დაასახელა როგორც მსოფლიოში პირველი COVID 19-ის რესგისტრირებული ვაქცინა.

ჟურნალ Lancet- ში გამოქვეყნებულ რუსული ვაქცინების კვლევების მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ვაქცინის შედეგები „დამაიმედებელია“ მაგრამ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო.

👉 ინფორმაციისთვის, კომპანია Pfizer-ის და BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინის ტესტირება წარმატებით მიმდინარეობს. ვაქცინის ეფექტიანობამ 90% შეადგინა და ადამიანის ინფიცირების ალბათობა მისი გამოყენების შემთხვევაში მინიმალურია.

👉 წარმატებული აღმოჩნდა ამერიკული კომპანია Moderna-ს ვაქცინის კვლევაც, რომელმაც კორონავირუსის წინააღმდეგ 94,5%-იანი ეფექტი აჩევენა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 AstraZeneca-ს ვაქცინის მასობრივი გამოყენება წლის ბოლოს დაიწყება

👉 აშშ-ში კორონავირუსზე ვაქცინაცია დეკემბერში დაიწყება

👉 სამხრეთ კორეა რუსული ვაქცინის წარმოებას გეგმავს - რია ნოვოსტი