მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ურეკის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკაში ცხელების ცენტრი მოეწყო

ურეკში ცხელების ცენტრი მოეწყო
1602570908
COVID-19

დღეიდან ურეკის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკაში ცხელების ცენტრი ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე ცნობით, მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ კლინიკა დაათვალიერეს და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

კლინიკაში 21 საწოლი და ოთხი სასუნთქი აპარატია მობილიზებული. საჭიროებიდან გამომდინარე იგეგმება მათი დამატებაც.

,,გურიაში შემთხვევათა რაოდენობა საბედნიეროდ მცირეა, თუმცა მზაობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ცხელების კლინიკა იყოს. აჭარაც, რა თქმა უნდა, მზად არის იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში გურიიდან, როგორც ცხელებიანი, ისე კოვიდ დადასტურებული შემთხვევები მიიღოს და რესპუბლიკური საავადმყოფო მაქსიმალურად ემზადება ყველა ტიპის პაციენტის მისაღებად. ეს ცენტრი იქნება გარკვეულწილად შუალედური, ძალიან მნიშვნელოვანი სადგური, სადაც მოხდება პაციენტების შეფასება, სწრაფი რეაგირება და მათი გადამისამართება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, ცხელების ცენტრის გახსნა რეგიონში არსებულ ეპიდვითარებას უკავშირდება.