მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უსაფრთხოა თუ არა ჩინეთიდან ამანათის მიღება? - მითები კორონავირუსზე

კორონავირუსთან დაკავშირებული მითები და მათზე პასუხები
1596719485
COVID-19

კორონავირუსით დაინფიცირება დღეისათვის მსოფლიოს მოსახლეობის დღის წესრიგში დგას. შესაბამისად ადამიანები დაინტერესებულები არიან რა შეესაბამება რეალობას და რა არა. არსებობს რამდენიმე მითი, რომლებიც პანდემიის პერიოდში გავრცელდა, ამასთან დაკავშირებით კი StopCov.ge ავრცელებს ინფორმაციას.

  • კორონავირუსი მხოლოდ ხანდაზმულებს ეხება თუ ახალგზარდებიც დაუცველები არიან? ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეიძლება, რომ დაინფიცირდეს ვირუსით

  • ქმედითია თუ არა ანტიბიოტიკები კორონავირუსის მკურნალობისას? არა, რადგან ანტიბიოტიკები მხოლოდ ბაქტერიებს ებრძვის და ვირუსებზე არ მოქმედებს

  • არსებობს თუ არა რაიმე კონკრეტული წამალი კორონავირუსით მკურნალობისთვის? ამჟამინდელი მონაცემებით კონკრეტული პრეპარატი არ არის რეკომენდირებული

  • უსაფრთხოა თუ არა ჩინეთიდან ამანათის მიღება? დიახ, რადგან ჩატარებული ანალიზებიდან გამომდინარეობს, რომ ვირუსი დიდხანს ვერ ძლებს ისეთ ნივთებზე, როგორიცაა წერილები და ამანათები

  • გვიცავს თუ არა ხელთათმანის ტარება საჯარო სივრცეში კორონავირუსით დაინფიცირებისგან? არა, რადგან შესაძლოა ვირუსი ხელთათმანზეც მოხვდეს და ხელის მარტივი მოძრაობით ორგანიზმში მოხვდეს

ცნობისთვის, საქართველოში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1206 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 987 და გარდაცვლილია 17 ადამიანი.