COVID-19

უშგულში, ლენჯერსა და დაბა მესტიაში შეზღუდვები წესდება

კორონავირუსი-სვანეთი-უშგული
15:01 ორშ. 10 აგვისტო
დაკოპირებულია

ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სვანეთში, კერძოდ დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში შეზღუდვები წესდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უშგულსა და ლენჯერში, შექმნილი რთული ეპიდვითარების გამო წესდება შეზღუდვები - მათ შორის საკარანტინო შეზღუდვები. კერძოდ, იზღუდება გადაადგილებები, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტიდან.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ასევე წესდება შეზღუდვები გადაადგილებაზე დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის.

„დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება ექნებათ მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს. თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ჰიგიენა“,- აღნიშნა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

ცნობისთვის, მესტიაში კორონავირუსის 17 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 7 ადგილობრივია, 10 სტუმარი.

ახალი წელი და კორონავირუსი ევროპაში

კორონავირუსი და ახალი წელი - რას აპირებე...

ᲘᲢᲐᲚᲘᲐ ბევრი იტალიელი შობისა და ახალი წლის დღეებში სათხილამურო კურორტებზე მიდის...
18:18 ოთხ. 25 ნოემბერი
როგორც 25 ნოემბრის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკა...
58 წუთის წინ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა....
09:17
როგორც ექიმი აღნიშნავს, მისი პოზიცია ჯანდაცვის სისტემისა და მთავრობის მოქმედებების კრიტიკის შესახებ...
09:08
მისი თქმით, ნებისმიერი ტიპის შეკრება პირდაპირ აძლევს ბიძგს ვირუსის გავრცელებას. „ნებისმიერი ტიპის მ...
00:31
ინფრასტრუქტურის მინისტრი წყალტუნოში

ცქიტიშვილი: მთავრობა დამოუკიდებლად ვერ გაუმკლ...

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, საქართველო დამოუკიდებლად ვერ დაამარცხებს პანდემიას. „საქართველო დამოუკი...
22:57 ოთხ. 25 ნოემბერი
თბილისის ანძა ქალთა მიმართ ძალადობის აღმ...
არსებული ინფორმაციით, ამ სიმბოლური ჟესტით საქართველოს დედაქალაქი გენდერული ძალად...
22:54 ოთხ. 25 ნოემბერი
მონადირე, რომელიც მაშველებს ტყიდან გამოჰ...
სავარაუდოდ, მას თოფი გაუვარდა და თვითდაზიანება მიიყენა. მაშველები და ადგილობრივე...
22:29 ოთხ. 25 ნოემბერი
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 90 ახ...
არსებული ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი...