მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უსიმპტომო კოვიდინფიცირებულების სასტუმროებში გადაყვანა დაიწყეს

ჯანდაცვის მინისტრი
1599639517
COVID-19

დღეიდან თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში უსიმპტომო კოვიდინფიცირებულებს სასტუმროებში გადაიყვანენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პროტოკოლის მიხედვით, სასტუმროს საკარანტინე სივრცეში გადაიყვანენ 18-დან 65 წლამდე ასაკის პაციენტებს, რომლებსაც ქრონიკული დაავადება არ აქვთ, კორონავირუსი კი, უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

„65 წელს ზევით პაციენტებს არ გადავიყვანთ სასტუმროში. 18-დან 65 წლამდე ადამიანები, რომლებსაც დადასტურებული აქვთ კოვიდინფექცია და ამავდროულად არ აქვთ არანაირი თანხმლები ქრონიკული დაავადება, შესაძლებლობა ექნებათ, უსიმპტომობის შემთხვევაში მკურნალობა გაიარონ სასტურმოების ქსელში“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.