მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უცხოეთში მყოფ საქართველოს 35 მოქალაქეს კორონავირუსი აქვს

კორონავირუსის ინფექცია, 2020
1585823213
COVID-19

კორონავირუსი უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს 35 მოქალაქეს დაუფიქსირდა, 5 გარდაიცვალა.

აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატრინე ტიკარაძემ განაცხადა.

"ელჩები არიან მუდმივ კომუნიკაციაზე, როგორც ჩვენთან, ასევე ადგილობრივ უწყებებთან. გვაწვდიან ამის შესახებ ინფორმაციას. დღესდღეობით, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს 35 მოქალაქეს დაუფიქსირდა სხვადასხვა ქვეყანაში კოვიდის ინფექცია, საიდანაც სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ 5 მოქალაქე გარდაიცვალა", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.