მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვახტანგ კალოიანი: მცირდება თავისუფალი საწოლების რაოდენობა

ვახტანგ კალოიანი
1619167366
COVID-19

„ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება, იზრდება ინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობა, სამწუხაროდ, მოსალოდნელია საკმაოდ მძიმე კვირები, რაც გამოიხატება ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლაში“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მდივანმა ჯანდაცვის საკითხებში, ვახტანგ კალოიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა მცირდება და საჭიროა დროული რეაგირება.

„მცირდება თავისუფალი საწოლების რაოდენობაც. იმედია, ჯანდაცვის სამინისტრო დროულად გააკეთებს საწოლების მობილიზებას და ისევ არ გავივლით იმ დრამატულ თვეებს, როგორიც იყო ნოემბერ-დეკემბერში.

სამწუხაროდ, ამ თვეების გნამავლობაში, გარკვეული ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების გარდა, სისტემური გაუმჯობესების მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროს არ გადაუდგამს ნაბიჯები. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ რეალურად ჩავარდნილი ვაქცინაციის პროცესის ფონზე“,- განაცხადა კალოიანმა.

აგრეთვე იხილეთ:

📌„დარწმუნებული ვართ, რომ რადიკალური შეზღუდვები არ იქნება“ - ტიკარაძე