მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვახტანგ კალოიანი: წელიწადში ერთხელ იქნება საჭირო კოვიდვაქცინაცია

ვახტანგ კალოიანი
1616785868
COVID-19

ანესთეზიოლოგმა ვახტანგ კალოიანმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, რომ ვაქცინაცია წელიწადში ერთხელ იქნება საჭირო.

„არსებული მონაცემებით, სავარაუდოდ, წელიწადში ერთხელ იქნება საჭირო კოვიდვაქცინაცია გრიპის ტიპის მიხედვით.

აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი, 15%-იანი, შეიძლება ცოტა მეტი რისკი, რომ დაგვემართოს კორონავირუსი, ოღონდ დაგვემართოს ბევრად მსუბუქად, რეანიმაციაში კი არა, საავადმყოფოშიც კი არ მოვხვდეთ და გადავიტანოთ ის ისე მსუბუქად, როგორც ჩვეულებრივი გაციება“, - აღნიშნა კალოიანმა.

მისი თქმით კოვიდვაქცინაციის ტექნოლოგია 17 წლის წინაც მზად იყო.

„ამ ტექნოლოგიაზე მუშაობა დაწყებულია 17-18 წლის წინ. ტექნოლოგია მზად იყო, უბრალოდ, არ იყო საჭიროება ამის მასიურად გაშვების წარმოებაში, როგორც კი ამის საჭიროება დადგა, მოხდა რესურსების მობილიზება.

მას გავლილი აქვს უსაფრთხოების ფაზები როგორც ადამიანებზე, ისე - ლაბორატორიულ დონეზე, ჯანმრთელობაზე. ეს საკითხი ამოწურულია, ჩვენ ათწლეულების წინ შექმნილი ტექნოლოგია გვაქვს“ - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

იხილეთ აგრეთვე:

🔴შეეხებათ თუ არა შეზღუდვები ვაქცინირებულ პირებს? - NCDC-ის განმარტება

🔴უკვე მრცხვენია, ვინმეს ვაქცინა ვთხოვო საქართველოსთვის“ - დავით მრელაშვილი