ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მიმართავს და აცხადებს, რომ ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა.
ცერცვაძე ამბობს, რომ ვაქცინას მინიმალური გვერდითი მოვლენები აქვს.
„მაშინ, როდესაც მთელი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ როგორმე ვიშოვოთ რაც შეიძლება მეტი ვაქცინა, ყველა ზომას მივმართავთ ამისთვის, ათასნაირ გზებს ვეძებთ და გამოიკვეთა იმის ალბათობა, რომ ვაქცინის საკმარისი რაოდენობა ქვეყანაში შემოვიდეს და ამ დროს თუ შემოსული ვაქცინები მოსახლეობამ არ გამოიყენა, მაშინ მთელი ძალისხმევა იქნება ფუჭი.
მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ ეს არის მცდარი პოზიცია, ვაქცინა არის აბსოლუტურად უსაფრთხო. მას აქვს მინიმალური გვერდითი მოვლენები,“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ინფორმაციისთვის, კონკრეტული ვადა, როდის მიიღებს საქართველო კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას უცნობია, თუმცა მთავრობის წევრები იმედოვნებენ, რომ ეს იქნება ყველაზე ადრე თებერვლის მეორე ნახევარში და არაუგვიანეს მარტში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
✔️ „ვაქცინა იმედის წყაროა, მომავალ თვეში ველით, რომ „კოვაქსი“ მიწოდებას დაიწყებს“ - გებრეიესუსი
✔️ „შევთანხმდით, რომ შაბათ-კვირა დარჩება ჩაკეტვების გეგმაში“ - ტიკარაძე
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში, საქართველოს ხელისუფლებისთვის, არჩევნებთან დაკავშირებულ 8 რეკომენდაციას ავრცელებს.
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ანონსს ეხმაურება.
რომის პაპმა ფრანცისკემ ერაყის პრეზიდენტთან ბარჰამ სალეჰთან შეხვედრაზე კონფესიების თანასწორუფლებიანობის აუცილებლობაზე ისაუბრა. ამის შესახებ Associated Press იუწყება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი განახლებული სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის შესახებ პრეზენტაციას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ხელოვნების სასახლეს ეწვია და მის ხელმძღვანელობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია ეუთო/ოდირი საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ვაქცინების რაოდენობასა და მათ საკმარისობაზე საუბრობს.
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი მხარდამჭერი რეგიონში და აშშ-ი მზად არის, გააძლიეროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობები.
„ჩვენ თუ ვამბობთ, რომ არჩევნების შედეგები გადავამოწმოთ პარლამენტში შექმნილი საარჩევნო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში და შემდეგ ჩავატაროთ ხელახალი არჩევნები, ეს არის ერთადერთი, რაც შეიძლება იყოს პასუხი პოტენციურ ადრეულ არჩევნებზე,“ - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.