მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინას არავითარი გავლენა მამაკაცის რეპროდუქციულ ცვლაზე ან ქალბატონის შვილოსნობის უნარზე არ გააჩნია“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1627393095
COVID-19

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აღნიშნავს, რომ საქართველოში ვაქცინაციის მაჩვენებლით, ქალები უფრო აქტიურობენ ვიდრე მამაკაცები, რადგან მისი თქმით, გავრცელებულია მითები, რომ ვაქცინა შვილოსნობაზე მოქმედებს, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და ეს სხვადასხვა ქვეყნის კვლევებით დასტურდება.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვჭირდება მოზრდილი მოსახლეობის, ასაკოვანი ადამიანების ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი და იმ ადამიანების, რომელთაც აქვთ ქრონიკული მაჩვენებელი. საქართველოს მაგალითით აცრის სტატისტიკის მიხედვით ქალები უფრო აქტიურობენ, რადგან ვფიქრობ, რომ მითები, რომელიც არსებობს შვილოსნობასთან დაკავშირებით, არ კარგავს აქტუალობას.

ყველა კვლევა, რომელიც ჩატარებულია, იგივე „ფაიზერთან“ მიმართებით, ისრაელში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სინგაპურის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა, ყველა ეს მონაცემები აჩვენებს, რომ არავითარი გავლენა მამაკაცის რეპროდუქციულ ცვლაზე ან ქალბატონის შვილოსნობის უნარზე არ გააჩნია აბსოლუტურად ამ ვაქცინებს და მსგავსი რამ სტატისტიკურად და მეცნიერულად არ დასტურდება. მითებს და არასწორ ინფორმაციას ნუ ჩაეჭიდებიან.

ჩვენ თუ გვეყოლება განსაკუთრებით მოწყვლადი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აცრილი და ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, ჩვენ არ გვექნება მაღალი ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი. თითქოს მივეჩვიეთ 20 ადამიანი მოკვდა და ციფრების მიღმა რა ტკივილია, ამას ვერ ვაცნობიერებთ.

დღეის მდგომარეობით საქართველო სიკვდილიანობის მაჩვენებლით 1 მილიონ მოსახლეზე მე-12 ადგილზეა, ეს არის ტრაგედია და აქედან თავის დაღწევის გამოსავალი „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“ , ჩვენ ხომ საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ, სხვის შეცდომებზე სწავლას ჭკვიანი ხალხი ვერ ვახერხებთ სამწუხაროდ. ახლა არის ერთადერთი გზა, სწრაფი და ინტენსიური ვაქცინაციის, რათა ჩვენ გადავურჩეთ ამ ინფექციას და კიდევ უფრო მეტი ზიანი არ მოგვაყენოს როგორც ქვეყანასა და როგორც ხალხს“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

იხილეთ აგრეთვე:

📣„ჭრელო პეპელას ვარიანტია, 1 წელი მესმოდა რატომ არის შეზღუდვებიო?“ - პაატა იმნაძე

📣„3666 შემთხვევა ... შენ დაუკარ ... ჯარიმები გააუქმე, ქორწილები ამრავლე“ - ზაზა წერეთელი

📣ორსულების აცრა „ფაიზერით“ შეიძლება - პაატა იმნაძე