მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინაცია 15 მარტის კვირაში დაიწყება“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
1615462443
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაცია 15 მარტის კვირაში დაიწყება. 

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში გაბუნიამ აღნიშნა, ვაქცინა დიდ ქალაქებსა და ასევე დიდ რაიონულ ცენტრებში განაწილდება.

გაბუნიას თქმით, როდესაც ვაქცინის ფლაკონი გაიხსნება, მისი გამოყენება სრულად უნდა მოხდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია ნაკადების დარეგულირება.

„ვაქცინაცია 15 მარტის კვირაში დაიწყება. ვაქცინა დიდ ქალაქებსა და ასევე დიდ რაიონულ ცენტრებში განაწილდება, სადაც 100-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია დარეგისტრირებული და იმ რაიონულ ცენტრებში პირველ ეტაპზე მოხდება განაწილება.

ეს მნიშვნელოვანია, რადგან თავიდან ავიცილოთ ვაქცინის დანაკარგი. როდესაც გაიხსნება ვაქცინის ფლაკონი, სრულად უნდა მოხდეს მისი გამოყენება. ამიტომ, მნიშვნელოვანია ნაკადების დარეგულირება. 57 ათასი ადამიანი სამედიცინო პერსონალის პირველ პრიორიტეტულ ჯგუფში“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

დღეს, 11 მარტს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ვაქცინა დაჩქარებული წესით შემოვა.

ტიკარაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში ვაქცინა 13 მარტს შემოვა.

ამასთან, საქართველო პირველად AstraZeneca-ს ვაქცინას მიიღებს. „ამ ეტაპზე UNICEF-ის მხრიდან მიღწეულ იქნა AstraZeneca-ს ვაქცინის დაჩქარებულ მოწოდებაზე“, - აცხადებს მინისტრი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 👇

👉 საქართველო პირველად AstraZeneca-ს ვაქცინას მიიღებს

👉 ისრაელმა საქართველოს შესაძლოა ვაქცინა უფასოდ მისცეს

👉 „მკაცრი მარეგულირებლისგან აღიარების შემდეგ, ჩინური ვაქცინის ხარისხი ეჭვქვეშ აღარ იქნება “ - ტიკარაძე