მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინაცია ვერ არის ისეთი წარმატებული და რეალურად დავრჩით პირბადის ამარა“ - კულუმბეგოვი

ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი
1617696547
COVID-19

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანაში შიდა საზოგადოებრივი გავრცელება ხდება.

კულუმბეგოვს მიაჩნია, რომ შეზღუდვები ნაადრევად მოხსნეს.

„რეპროდუქციული მაჩვენებელი 1-ზე ზემოთ არის ანუ საქართველოში ხდება შიდა საზოგადოებრივი გავრცელება. შესაბამისად, შემაკავებელი ღონისძიებები ამ დროს არის მხოლოდ და მხოლოდ პირბადე, დისტანციის დაცვა, ვაქცინაციის პროცესი და მობილობის შეზღუდვა.

ჩვენ ახლა ამ შემთხვევაში რეალურად მობილობა შეზღუდული არ გვაქვს. ძალიან ნაადრევად, მე ასე მიმაჩნია, რომ იქნა მოხსნილი ეს ყველაფერი. მეორეს მხრივ ვაქცინაცია ვერ არის ისეთი წარმატებული, რომელსაც ტალღაზე შეიძლება რაიმე გავლენა ჰქონდეს. რეალურად დავრჩით პირბადის ამარა.

თუ ამას ადამიანები ძალიან მაღალი შეგნებით არ მოეკიდებიან და კიდევ ერთხელ უნდა ვთხოვო ჩვენს მოსახლეობას, მაშინ რეალურად ეს მესამე ტალღა არის გარდაუვალი“, - განაცხადა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“ -ის ეთერში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 6 აპრილის მდგომარეობით ქვეყანაში კოვიდინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 284 958-ს შეადგენს.

ამავე თემაზე:

👉 ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

👉 ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 1 214 ადამიანი აიცრა