მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აჭარაში ვაქცინაციასთან ერთად კოვიდრეგულაციებიც დაცული თუ იქნება, ტურისტული სეზონი შესაძლებელია იყოს“ - გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე
1616757458
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ვებინარზე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ აჭარაში სხვა რეგიონებთან შედარებით ყველაზე კარგი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა. 

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, აჭარაში ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტი ყველაზე მაღალია.

რაც შეეხება ტურისტულ სეზონს, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ვაქცინაციასთან ერთად კოვიდრეგულაციებიც დაცული იქნება, ამ შემთხვევაში ეს შესაძლებელია.

„აჭარაში სხვა რეგიონებთან შედარებით ყველა პარამეტრით უკეთესი ეპიდსიტუაციაა, მეორე ტალღა კი დაიწყო აჭარიდან, მაგრამ მაგრამ იქ ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტი ყველაზე მაღალია.

ახალი შემთხვევათა რიცხვი დაბალია, მაგრამ აუცილებლია გავითვალისწინოთ შარშანდელი ზაფხული. ყველა შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება რეკომენდაციების დაცვას. ვაქცინაციასთან ერთად კოვიდრეგულაციებსაც თუ დავიცავთ, არ იქნება ხალხმრავალი თავშეყრა და ასე შემდეგ, ეს შესაძლებელია“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ალერგიული ადამიანებისთვის აცრა რეკომენდებულია, თუ ისინი დაკვირვებისა და კონტროლის ქვეშ იქნებიან,“ - მაია გოთუა

✔️ „კორონავირუსის მესამე ტალღის ალბათობა ძალიან მაღალია“ - იმნაძე