მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინაციის გეგმა 60%-ზეა გათვლილი და ეს ეხება 18 წელს ზემოთ მოსახლეობას“ - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, 2020
1610713002
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმისთვის რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი შეიქმნას 60% უნდა აიცრას. 

როგორც ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, 18 წლამდე მოსახლეობის აცრა არ იგეგმება, რადგან ამისთვის კვლევა არ არსებობს.

გამყრელიძემ „კოვაქს“ პლატფორმის პრინციპებზეც ისაუბრა.

„როგორც კი „კოვაქსი“ დაიწყებს ვაქცინების მიწოდებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც „კოვაქსზე“ არიან გაერთიანებული, შესაბამისად ყველა ქვეყანას თანდათანობით მიაწვდის წლის განმავლობაში 20%-ს საჭირო ვაქცინებისა. ჩვენთვის დათვლილია 700 ათასი ადამიანი, მილიონ 400 ათასი დოზა.

„კოვაქსის“ პრინციპია, სანამ ყველა ქვეყანას 20% არ შეუსრულდება, ამისთვის მას წელს 2 მლრდ დოზაზე აქვს ხელშეკრულებები სხვადასხვა მწარმოებლებთან გაფორმებული. მანამდე დამატებითი დოზები არ იქნება.

ჩვენი ვაქცინაციის გეგმა გათვლილია 60%-ზე, მოსახლეობას რომ ვამბობ, ეს ეხება 18 წელს ზემოთ მოსახლეობას. ჯერჯერობით 18 წლამდე არ არის კლინიკური კვლევები, ვაქცინაციისა. ახლა იწყება 12 წლის ზემოთ.

ამიტომ საზოგადოებრივი იმუნიტეტი რომ შეიქმნას 60% უნდა გაჯერდეს და იყოს იმუნური ფენა ქვეყანაში, იმისთვის, რომ ნორმალური ცხოვრების რეჟიმს დავუბრუნდეთ. ამიტომ ეს გეგმა გათვლილია ამაზე. ფინანსური გათვლებიც გაკეთებულია“, - აცხადებს გამყრელიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️„ნორვეგიაში ვაქცინაციის შემდეგ მოხუცების გარდაცვალების შემთხვევა შესწავლის პროცესშია“ - ამირან გამყრელიძე

✔️ „მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, იმისთვის, რომ იმუნური ფენა შეიქმნას“ - გამყრელიძე