მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინაციის მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია, თუმცა საჭიროა უფრო მეტი აქტივობა“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი
1620807363
COVID-19

„ჩვენ რომ გავიდეთ სამიზნეზე, რაც ვაქცინაციის გეგმაშია დასახული, იმისთვის რომ მოხდეს მოსახლეობის 65%-ის ვაქცინაცია, რაც ვაქცინაციის აუცილებელი პირობაა, დღეში 6-7 ათასი ადამიანი უნდა აიცრას“- განაცხადა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

ის აღნიშნავს, რომ დღეისათვის მოსახლეობის აქტივობა ნორმალური და დამაკმაყოფილებელია, თუმცა საჭიროა უფრო მეტი აქტიურობა.

„ბოლო ერთი კვირაა ვაქცინაციის სერიოზული პროცესი დაიწყო, უახლესი მონაცემებით, ქვეყანაში აცრილია 68 ათასი ადამიანი, ესაა მოზრდილი მოსახლეობის 2,5%, რაც ძალიან ცოტაა, მაგრამ ვაქცინაციის ტემპი ბოლო დღეებში დამაკმაყოფილებელია. გუშინ კი კოვიდვაქცინით 4 800 აიცრა“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1409 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 256 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 325665-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 304935 პირი.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 20:00 საათიდან, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ „სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად.

ასევე 12 მაისს, 20:00 საათზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის მსურველებს შეეძლებათ რეგისტრაციის გავლა. იმუნიზაციის ტექნიკურ ექსპერტთა ეროვნული საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა ახლა უკვე 45 წლის და უფროს მოქალაქეებს შეუძლიათ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„თუ არ გავლაღდებით, 2 კვირაში ვირუსმა უკუსვლა უნდა დაიწყოს“ - გამყრელიძე

✅საჭიროა თუ არა კოვიდვაქცინის მესამე დოზის გაკეთება? - ივანე ჩხაიძის განმარტება

✅ამირან გამყრელიძე პოსტკოვიდური სინდრომის მქონე მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს