მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაქცინაციის პროგრამა ღიაა 18 წლის ზემოთ ყველა მოქალაქისთვის და ასე დარჩება - გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
1623141417
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია კოვიდვაქცინაციის პროგრამაში ჩართვის ასაკთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ვაქცინაციის პროგრამა ღია რჩება 18 წლის ზემოთ ყველა მოქალაქისთვის.

თამარ გაბუნიას თქმით, შეზღუდვა რჩება მხოლოდ ასტრაზენეკას შემთხვევაში.

„ვაქცინაციის პროგრამა ღიაა 18 წლის ზემოთ ყველა მოქალაქისთვის და ეს ასე დარჩება მიუხედავად იმისა, რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში იქნება ეს ფაიზერი, ნოვავაქსი თუ ნებისმიერი სხვა ვაქცინა ანუ 18 წლის ზემოთ მოქალაქეების ჩართვის შესაძლებლობა პროგრამაში შენარჩუნდება.

შეზღუდვა შეეხება ამ შემთხვევაში ასტრაზენეკას, რომელიც 45 წლის ზემოთ არის მხოლოდ რეკომენდებული, რაც ჯერჯერობით ასე დარჩება, სანამ განსხვავებული მტკიცებულებები არ იქნება მოწოდებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

რაც შეეხება ფაიზერთან მუშაობის დეტალებს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პირველი ეტაპი დასრულებულია, მეორე ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს.

„ჩვენ მოკლე ხანში გვექნება იმის საშუალება, რომ ზუსტი ვადები გაგაცნოთ. დეტალები არის გაუთქმელობის ხელშეკრულების ნაწილი. ამიტომ, ამაზე ჯერჯერობით საუბრის შესაძლებლობა არ გვაქვს“, - დასძინა თამარ გაბუნიამ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ 👇

👉 Covid 19-ის წარმოშობის ახალი ვერსია - რა წერია ცნობილი ამერიკული ლაბორატორიის ანგარიშში

👉 ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 5 455 ადამიანი აიცრა

👉 546 თბილისი, 108 სამეგრელო-ზემო სვანეთი - ეპიდვითარება რეგიონებში

👉 1023 ინფიცირება, 510 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში