მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინაციის შემდეგ ალკოჰოლის მიღება დიდხანს არაა მიზანშეწონილი, ერთი ჭიქა შეიძლება“- ამირან გამყრელიძე

ღვინო
1620380189
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება მიზანშეწონილი არ არის.

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ერთი ჭიქის დალევა ნებადართულია.

„ის, რაც ქართველებს გვიყვარს, დიდი დალევა არაა მიზანშეწონილი ვაქცინაციის შემდეგ, საკმაოდ დიდი პერიოდი. ერთი ჭიქა შეგიძლიათ დალიოთ.

მეც ექიმი ვარ და ვინც მეკითხება, ვეუბნები, ძალიან გთხოვთ, ჩვენ რომ გვიყვარს ერთი და ორი ბოთლის დალევა, ნუ დალევთ, მაგრამ ერთი ჭიქა შეიძლება როცა გნებავთ, ზომიერების ფარგლებში ალკოჰოლი ხშირად წამალია, თუ მას დიდი რაოდენობით მივიღებთ, მოგეხსენებათ, პრობლემები შეიძლება გაჩნდეს“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1547 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1131 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 319266 -ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 298807 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 6,06%, ბოლო 14 დღის - 5,66%, ბოლო 7 დღის - 6,76%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 3 087 ადამიანი აიცრა

✅რა უკუჩვენებები აქვს ვაქცინებს, რომლებიც ხელმისაწვდომია საქართველოში? - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

✅„ფაიზერის“ ვაქცინა ბრიტანული და აფრიკული შტამების წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურია - The New York Times