მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაქცინაციის სურვილის დაფიქსირება მოქალაქეებს ახალ ვებ-პორტალზე შეეძლებათ

ეკატერინე ტიკარაძე
1617792762
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში, ჯგუფების განურჩევლად, ვაქცინაციის სურვილის დაფიქსირება ნებისმიერ მოქალაქეს, ახალ ვებ-პორტალზე შეეძლება. 

მისი თქმით, აღნიშნული პორტალი სამინისტროს საშუალებას მისცემს ვაქცინაციასთან დაკავშირებით სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღოს.

„შეიქმნება ვებ-პორტალი, რომელიც გამოქვეყნდება როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე, სადაც მოქალაქეებს ჯგუფების განურჩევლად შეეძლებათ წინასწარ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად და, ასევე, მათ საშუალება ექნებათ, აირჩიონ ყველა ის ვაქცინა, რომელიც საქართველოშია ხელმისაწვდომი, ასევე, ფართოდ არის ხელმისაწვდომი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ვფიქრობთ, რომ ეს კვლევა დაგვეხმარება მივიღოთ მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებები, თუ რა შემდეგი ვაქცინები უნდა შემოვიტანოთ ქვეყანაში“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.

ამ დოირისთვის აცრისთვის „ასტრაზენეკასა“ და ფაიზერის“ ვაცქინები გამოიყენება, ხოლო „სინოფარმით“ ვაცქინაციის დასაწყებად ჯანდაცვის სამინისტრო ჯანმო-სგან მის აღიარებას ელოდება.