მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაქცინაციის წარმატების მიუხედავად, ჩილეს კოვიდის ახალი ტალღა ემუქრება

კორონავირუსი აშშ-ში
1618578902
COVID-19

ჩილეში, 9 აპრილს კორონავირუსის ყოველდღიურმა შემთხვევებმა ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია - ქვეყანაში კოვიდ 19-ის 9,000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ფიქსირებული პიკური მაჩვენებელი იყო ივნისის შუა რიცხვებში - 7,000 შემთხვევა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც BBC იუწყება, ქვეყანაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებები კვლავ გადატვირთულია, ჩილეში მეორედ დაიკეტა საზღვრები ყველასთვის და კვლავ ლოკდაუნი გამოცხადდა.

„გვჭირდება სპეციალური ნებართვების ინტერნეტით გადმოწერა, რომ კვირაში ორჯერ გვქონდეს ნებართვა, შევიძინოთ საჭმელი ან მივიდეთ ექიმთან“, - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ჩილეს პრეზიდენტი ამბობდა, რომ ჩილე იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა. დღეს კი სიტუაცია უფრო მძიმეა. კრიტიკოსებმა ვაქცინების გავრცელების გამო კორონავირუსის შეზღუდვების ძალიან სწრაფად მოხსნაში ჩილეს მთავრობა დაადანაშაულეს.

არსებობს რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ აფეთქდა ვირუსი ჩილეში. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის ჩატარება მართლაც სწრაფი იყო, იგი მხოლოდ დეკემბრის ბოლოს დაიწყო. ასე რომ, ჩილელების აბსოლუტური უმრავლესობა ჯერ კიდევ არ იქნებოდა აცრილი, მაშინ, როდესაც ისინი ზაფხულის არდადეგებზე ნათესავებსა და მეგობრებს შეხვდებოდნენ. იანვარსა და თებერვალში, ამას ემატება ვირუსის ახალი, უფრო ადვილად გადამდები შტამის გავრცელება, როგორიცაა P.1 შტამი, რომელიც, სავარაუდოდ, ნოემბერში გაჩნდა ბრაზილიაში.

კორონავირუსის აფეთქების კიდევ ერთ მიზეზად სახელდება ის, რომ ზაფხულში გარკვეულწილად უგულებელყოფილი იყო მოწოდება პირბადის ტარებისა და ხელების დაბანის შესახებ. ეს ალბათ ერთ–ერთი მიზეზია იმ აფეთქებისა, რომელსაც ახლა ვხედავთ. ასევე, არსებობს გაურკვევლობა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ვაქცინა, რომლითაც ქვეყანაში აბსოლუტური უმრავლესობა აიცრა.

ამ დროისთვის ჩილეში მიღებული დოზების 93%-ზე მეტი იყო CoronaVac-ი, რომელიც პეკინში დაფუძნებული ბიოფარმაცევტული კომპანიის Sinovac-ის მიერ არის წარმოებული. CoronaVac-ის ვაქცინის ეფექტურობის შესახებ მონაცემები სხვადასხვაა. ბრაზილიის კვლევების თანახმად, ეფექტურობის მაჩვენებელი, დაახლოებით, 50.4%-ია, მაგრამ ინდონეზიასა და თურქეთში გვიან ეტაპზე ჩატარებული კვლევების შედეგებმა გაცილებით მაღალი მაჩვენებელი გვაჩვენა - 65%-დან 83%-მდე.

გარდა ამისა, CoronaVac-ი 56.5%-ით ეფექტური იყო მეორე დოზით აცრიდან ორი კვირის შემდეგ, მაგრამ პირველ და მეორე დოზებს შორის ეს მაჩვენებელი მხოლოდ 3% იყო. შეიძლება ეს იყოს მიზეზი იმისა, თუ რატომ გაიზარდა კვლავ შემთხვევები ჩილეში, სადაც 7.6 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო პირველი ვაქცინა, მაგრამ მათი რიცხვი, ვინც მიიღო პირველი და მეორე დოზა, გაცილებით ნაკლებია. 2 დოზა აუცილებელია, რომ ვაქცინაცია ეფექტური იყოს და ამ დროსაც კი უნდა ვიყოთ ფრთხილად, დავიცვათ სოციალური დისტანცირება და უსაფრთხოების სხვა ზომები.”

ჩილელ მოსახლეობას, ასევე, აშფოთებს CoronaVac-ის ეფექტურობა. ერთ-ერთი მათგანია ჩილელი გონსალო სერი, რომელიც დედაქალაქში იმ რამდენიმე ვაქცინაციის ცენტრშია მისული, რომელიც მოსახლეობას Pfizer ვაქცინას სთავაზობს“, - წერს BBC.