მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაციის პორტალზე 30 000-ზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირდა

ვაქცინა
1618899802
COVID-19

ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაციის პორტალზე უკვე 30 000-ზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირდა, მათმა უმეტესობამ უპირატესობა „ფაიზერის“ ვაქცინას მიანიჭა.

წინასწარი რეგისტრაციის მიზანია COVID 19-ზე ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის განსაზღვრა. 18 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაც აქვთ. მათ 3 ვაქცინის დაფიქსირება შეუძლიათ.

პორტალი გუშინ ჩაეშვა, დარეგისტრირებული 30 957 ადამიანიდან 29 747-მა ხმა „ფაიზერის“ ვაქცინას მისცა, მეორე ადგილზეა „მოდერნა“ (15 325), შემდეგ მოდის „ასტრაზენეკა“ (6 420), „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ (4 452), „ნოვავაქსი“ (3 163), ბოლო ადგილს კი ჩინური ვაქცინები, „სინოფარმი“ (1 607) და „სინოვაკი“ (352) იკავებს.
აგრეთვე იხილეთ:

💉„სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება - გამყრელიძე