მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინების უთანასწორო განაწილება არა მხოლოდ მორალურ აღშფოთებას იწვევს, არამედ ის ეკონომიკურადაც დესტრუქციულია“- ჯანმოს დირექტორი

ტედროს ადანომ გებრეიესუსი
1617024565
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  განაცხადა, რომ მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის „კოვაქსის“ პლატფორმის მეშვეობით Covid 19-ის ვაქცინები გადანაწილება არათანაბარია. ინფორმაციას LE FIGARO  ავრცელებს.

ეს გაფრთხილება მოჰყვა გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერესის განცხადებას, რომელმაც გააკრიტიკა განვითარებული ქვეყნების მიერ ვაქცინების გადაჭარბებული მოთხოვნადობა და მოუწოდა ქვეყნებს, გაუზიარონ ისინი დანარჩენ მსოფლიოს.

„უფსკრულია მდიდარ ქვეყნებში გაცემული ვაქცინების რაოდენობასა და „კოვაქსის“ საშუალებით გაცემულ ვაქცინებს შორის და ის ყოველდღიურად ფართოვდება“, - აღნიშნა ჯანმოს ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

„ვაქცინების უთანასწორო განაწილება არა მხოლოდ მორალურ აღშფოთებას იწვევს, არამედ ის ეკონომიკურადაც დესტრუქციულია. სანამ ვირუსი განაგრძობს ცირკულაციას, სიკვდილიანობა გაგრძელდება, ხოლო ვაჭრობა, მოგზაურობა და ეკონომიკის აღდგენა შეფერხდება“- დასძინა მან ვირტუალურ მსოფლიო კონფერენციაზე, რომელიც ეძღვნება იმუნიზაციას მთელ მსოფლიოში.

ჯანდაცვის ოფიციალური პირების მოხსენების თანახმად, მსოფლიოში 510 მილიონზე მეტი ვაქცინაა განაწილებული, მაგრამ უფსკრული ქვეყნებს შორის კვლავ დიდი რჩება, რის გამოც ჯანმომ პარასკევს მოუწოდა მდიდარ ქვეყნებს, ღარიბი ქვეყნების ვაქცინების განაწილებისკენ.

„36 ქვეყანას ჯერ კიდევ არ მიუღია მცირე დოზა. 16 მათგანი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მიიღებს პირველ დოზებს „კოვაქსის“ პლატფორმის საშუალებით.

თავის მხრივ, იუნისეფმა მდიდარ ქვეყნებს მოუწოდა, შემოწირულობების შეგროვებისათვის ვაქცინების სამართლიანი განაწილების უზრუნველსაყოფად.

„ჩვენ დახმარება გვჭირდება, “ - განაცხადა ვირტუალურ კონფერენციაზე გაეროს ბავშვთა სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ჰენრიეტა ფორემ.

👉დღემდე არსებული ინფორმაციით, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა

იხილეთ აგრეთვე:

🔴ჯანმო: პანდემია წლის ბოლომდე არ დასრულდება

🔴ჯანმო: ვაქცინის „ნაციონალიზაცია“ მორალურ კოლაფსს გამოიწვევს

🔴ჯანმოს დირექტორი: ქვეყნებმა ძალიან სწრაფად არ უნდა მოხსნან შეზღუდვები