მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინის შეცვლა შეეძლება პირს, რომელსაც პირველ დოზაზე სერიოზული გვერდითი მოვლენა განუვითარდება“ - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1627642352
COVID-19

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ პირებს, რომელთაც კონკრეტული ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ სერიოზული გვერდითი მოვლენა განუვითარდებათ, ვაქცინის შეცვლა შეეძლებათ. ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, გვერდით მოვლენას იმუნიზაციის შესაბამისი ჯგუფი შეაფასებს და მოქალაქეებს მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლებათ ვაქცინის მწარმოებლის ცვლილება.

„ვისაც ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ დაუდასტურდათ სერიოზული გვერდითი რეაქცია, ეს გვერდითი რეაქცია შემდეგ შეფასებული იქნა იმუნიზაციის იმ ჯგუფის მიერ, რომელიც გვერდით მოვლენებს აფასებს, ამ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა მეორე ვაქცინა გაიკეთონ სხვა ტიპის ვაქცინით.

ვთქვათ, „ასტრაზენეკაზე“ გვქონდა ალერგიული რეაქცია, დადასტურებული შესაბამისი ჯგუფის მიერ, მას ექნება შესაძლებლობა მეორე ვაქცინა გაიკეთოს „ფაიზერით“ ან ნებისმიერი სხვა, რომელიც მას სურს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

იგეგმება თუ არა საქართველოში 6 თვიდან ბავშვების ვაქცინაცია? - ივანე ჩხაიძის განმარტება

დელტა შტამი ისეთივე გადამდებია, როგორც ჩუტყვავილა - ამერიკელი მეცნიერები

„ისრაელში 60 წელს ზემოთ ასაკის მქონე ადამიანებს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრიან“ - ზაზა წერეთელი