მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვანის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი დაიწყო

კორონავირუსი ვანში დაფიქსირდა
1586426504
COVID-19

ვანის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი დაიწყო. თერმოსკრინინგს ვანში მცხოვრები დაახლოებით 30 000 მოქალაქე გაივლის. მოქალაქეთა თერმოსკრინინგს 22 ჯგუფი უზრუნველყოფს, ვანის 3 ქალაქში და 19 მუნიციპალიტეტის სოფლებში.

ვანის ორ სოფელში-ზეინდარსა და მთისძირში მოწყობილ საკონტროლო პუნქტებთან შემოწმებას გადის მუნიციპალიტეტში შემსვლელი და მუნიციპალიტეტიდან გამომსვლელი ყველა პირი.

თვითიზოლაციაში იმყოფება ვანში დაინფიცირებული 75 წლის ქალის 25-მდე კონტაქტი, ასევე დაინფიცირებული ქალის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ვანის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის გიგა ბუაძის თქმით, შესაძლებელია მოხერხდეს ინფიცირების პირველწყაროს დადგენა. ეს კი მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც დაინფიცირებული ქალბატონის შვილს ანტისხეულებზე ტესტი ჩაუტარდება.

ვანის მერის ალექსანდრე გოგორიშვილის თქმით კი, მოსახლეობას ვანში პანიკის საფუძველი არ აქვს, მისი თქმით ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი კეთდება, რათა ვანში ვირუსის გავრცელება არ მოხდეს.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ვანის გასასვლელებში ბლოკ-პოსტებზე მოქალაქეებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ.

საქართველოში კორონავირუსი 214 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.