მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ველოდებით ამ დასკვნის გასაჯაროებას სამინისტროსთვის“- ეკატერინე ტიკარაძე მეგი ბაქრაძის საქმეზე

ტიკარაძე
1616658780
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოზე განაცხადა, რომ რეგულირების სააგენტო გააგრძელებს მოკვლევას მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად.

ეკატერინე ტიკარაძე აღნიშნავს, რომ ჯერ საჭიროა დეტალების გაცნობა, თუ რამდენად ადეკვატურად მოხდა პაციენტთან კომუნიკაცია ექიმის მიერ.

„ჩვენ ველოდებით ამ დასკვნის გასაჯაროებას სამინისტროსთვის, დღეს მივალ ჯანდაცვის სამინისტროში და შეიკრიბება პროფესიონალთა ჯგუფი. რეგულირების სააგენტო გააგრძელებს მოკვლევას ზუსტი მიზეზების დადგენის და შემდეგ პროფესიული საბჭოს ფორმატში გამოვიტანთ დასკვნას, თუ რა არის ჩვენ შემდეგი მოქმედება.

პაციენტის ჩივილის დაფიქსირება არის მნიშვნელოვანი და აქედან გამომდინარე ჩვენ ჯერ უნდა გავეცნოთ დეტალებს თუ რამდენად ადეკვატურად მოხდა პაციენტთან კომუნიკაცია და მნიშვნელოვანი კითხვარის შევსება, რომელიც უნდა დასვას ექიმმა და პასუხი გასცეს პაციენტმა“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის, ახალციხელი ექთანი 27 წლის მეგი ბაქრაძე კოვიდვაქცინაციის გართულებული გვერდითი ეფექტის შემდეგ, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

მისი ახლობლები მომხდარის გამოძიებას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ მეგი ბაქრაძეს ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია.

იხილეთ აგრეთვე:

✅„არ გვაქვს განსაკუთრებული შიში, რომ ვაქცინების დოზების ათვისება ვერ მოხდება“ - ტიკარაძე